ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ის წყალქვეშა ნავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოატყუა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ის წყალქვეშა ნავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოატყუა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა ის წყალქვეშა ნავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოატყუა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ის მოატყუა, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

არ ვფიქრობ. მე ეს ვიცი

„მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ქვეყანას, თქვენს ხალხს. უბრალოდ ვამბობ, როდესაც პატივისცემა გვაქვს, უნდა ვიყოთ მართლები და ღირებულების შესაბამისად და თანმიმდევრულად უნდა მოვიქცეთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებას მოგვიანებით სკოტ მორისონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყუილი არ უთქვამს.

15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. როგორც სამი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, ახალი ალიანსი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს.

საფრანგეთმა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებული ალიანსის მიღმა აღმოჩნდა.

2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.