10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7,38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 154 163 ამომრჩეველს უდრის. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ყველაზე მაღალი აქტივობა 9,2% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში (1 161 ამომრჩეველი), ქვემო ქართლში - 8,9% (9 517 ამომრჩეველი) და თბილისში - 7,4% (74 527 ამომრჩეველი). ხოლო ყველაზე დაბალი კი მცხეთა-მთიანეთში - 5.1% (860 ამომრჩეველი).