შალვა პაპუაშვილი: რატომ უნდა იყოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ ის მსჯავრდებულია

შალვა პაპუაშვილი: რატომ უნდა იყოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ ის მსჯავრდებულია

რატომ უნდა იყოს სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მსჯავრდებული. სამედიცინო სერვისები მას უნდა მიეწოდებოდეს მსჯავრის მოხდის პარალელურად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავისი, ევროპული სტანდარტის ინსტრუქცია აქვს, თუ როგორ უნდა იმართოს მოშიმშილე პატიმარი. ეს ინსტრუქცია 2013 წელს არის დამტკიცებული. ეს არ არის შიმშილობის პირველი შემთხვევა სასჯელაღსრულების სისტემისთვის და მათ იციან ამის მართვა. შესაბამისად, როდესაც სამედიცინო ნაწილზე ვსაუბრობ, მათ აღარ რჩებათ არგუმენტი. გასაგებია, რომ სტაციონარული განთავსება უნდა მოხდეს ციხის დაწესებულებაში. რატომ უნდა იყოს ის სამოქალაქო საავადმყოფოში, როცა არსებობს ციხის საავადმყოფო? თითქოს ამით ავიწყებენ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მსჯავრდებული. სამედიცინო სერვისები მას უნდა მიეწოდებოდეს მსჯავრის მოხდის პარალელურად. ასევე იყო საუბარი რაღაც აპარატურაზე, თუმცა არსებობს მობილური დანადგარები. თუ საჭირო გახდება, გადაიყვანენ სადმე, კვლევას ჩაუტარებენ და ისევ დააბრუნებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

Katana . საერთოდ, რატომ აძალებთ ამ კაცს ციხეში ყოფნას? ხომ ხედავთ, რომ არ მოსწონს იქაურობა!
ცარიელი არ არის პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში? ხო მაინც არაფერში იყენებთ და, გადმოგეყვანათ მანდ - თავისი ძველი გარემოცვით, ჰარემითა და დოქტორი დოტით!
დარწმუნებული ვარ, ასე ყარიბად არ იგრძნობდა თავს!..
2 წლის უკან