ზაალ ანჯაფარიძე: ეს გახლავთ ერთგვარი ურთიერთ-სოლიდარობის აქციაც იმ ხალხის, ვისაც არ სურს „ნაცების“ და მათი სატელიტების ხელისუფლებაში ხილვა არცერთ დონეზე

ზაალ ანჯაფარიძე: ეს გახლავთ ერთგვარი ურთიერთ-სოლიდარობის აქციაც იმ ხალხის, ვისაც არ სურს „ნაცების“ და მათი სატელიტების ხელისუფლებაში ხილვა არცერთ დონეზე

„რამდენიმე მოსაზრება დღევანდელ აქციაზე" - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  სოციალურ ქსელში წერს.

"1/ უპირველეს ყოვლისა, აქცია სრულიად შეესაბამება ლეგიტიმური პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ მეთოდებს, და რაც არ უნდა ითქვას ამ აქციაზე, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების და უფლების რეალიზება იქნება. შესაბამისად, ვერ გაჭრის მოსალოდნელი სპეკულაციები ცნობილი შემადგენლობისგან, მითუმეტეს იმის ფონზე, რაც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე ითქვა.

2/ „ქართული ოცნებისადმი“ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, ეს გახლავთ ერთგვარი ურთიერთ-სოლიდარობის აქციაც იმ ხალხის, ვისაც არ სურს „ნაცების“ და მათი სატელიტების ხელისუფლებაში ხილვა არცერთ დონეზე. და, არა აქვს მნიშვნელობა შეეხო თუ არა ამა თუ იმ ადამიანს და მის ოჯახს „ნაცების“ რეპრესიული მანქანა. მათ აღარ სურთ დაბრუნდნენ „შიშის სინდრომის“ ეპოქაში

3/ ეს გახლავთ აქცია, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორიას უნდა აჩვენოს, რომ ის შედეგები რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე დადო, არის რეალური ელექტორალური მხარდაჭერის გამომხატველი შედეგი

4/ და ბოლოს, ეს აქცია წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას მათთვის, ვინც რევანშს, არეულობას, რევოლუციას და ქვეყნის აყირავებას გეგმავს“.