ერთ წელიწადში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დააკავეს

ერთ წელიწადში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დააკავეს

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე 1,7 მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რაც ყველაზე მაღალი ერთწლიანი მაჩვენებელია, - ამის შესახებ BBC წერს.

დაკავებულთა შორის მხოლოდ მექსიკელები არ არიან, მათ შორის 160-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე იყო.

აქამდე, ერთი წლის განმავლობაში, მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2000 წელს დააკავეს - 21 წლის წინ, ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 1,6 მილიონი შეადგინა.

მიგრანტების ნაკადის ზრდის პარალელურად, იკლებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგიც - მოსახლეობის დიდი ნაწილი მას არაეფექტიანი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.