მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია

სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. 5-იანიც კი არ დააწერა მელიამ ბანერს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როცა ეს ვირტუალური „ჩრდილოვანი კაბინეტი“ დავინახე, ჩემი პირველი რეაქცია, როგორც ერთი ადამიანის, იყო ის, რომ მაინც ერთად მოიყარეს ბოლოს თავი. საშინლად გვაკრიტიკებდნენ - როგორ ვკადრებდით, რომ ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტები. აღმოვჩნდით მართლები? სააკაშვილი არც უხსენებიათ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ „ნაცობა“ სირცხვილია, ხოლო „მიშისტობა“ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. 5-იანიც კი არ დააწერა მელიამ ბანერს. დღეს უკვე „მიშიზმის“ კონტურები იკვეთება. „მიშისტობა“ და „ნაცობა“ დღეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მათ სურთ, როგორმე გადატეხონ ეს ტრენდი და თქვან, რომ „ნაცობა არ ტეხავს“, მაგრამ თურმე ტეხავს, იმიტომ, რომ ნიკა მელიას არ დაუწერია ეს თავის ბანერებზე. სადმე განცხადებაში კი არ გამოტოვა, სარეკლამო ბანერზე არ გააკრა. ეს ხომ გარკვეული მესიჯია?“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.