ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი", კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.
საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი საერთო საბაჟო ღირებულებით - 214 495,80 ლარის ოდენობით.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.