ლევან ნიკოლეიშვილი: ანა დოლიძის მძღოლს ჯერ მანქანა დაუზიანა და მერე კი სცემა ეკა ხერხეულიძის ძმიშვილმა

ლევან ნიკოლეიშვილი: ანა დოლიძის მძღოლს ჯერ მანქანა დაუზიანა და მერე კი სცემა ეკა ხერხეულიძის ძმიშვილმა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მის მძღოლს 19 ოქტომბრის ღამით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“არიქა, ატყდა ერთი ამბავი, განგაშის ზარები შემოვკრათ: ანა დოლიძის, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც ქალბატონი ანა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

შსს-მ  მომხდარ ფაქტზე გამოძიება  126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.  ირკვევა, რომ  "მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსის" ანა დოლიძის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ მანქანა დაუზიანა და მერე კი სცემა ეკა ხერხეულიძის ძმიშვილმა ! კი, ნამდვილად " განგაშის ზარები"უნდა შემოვკრათ, ნაციონალები ჯერ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულან (და ვერც დაბრუნდებიან!) და უკვე დაიწყეს ქუჩაში ანგარიშსწორება?! მგონი ჯერ პატარ-პატარ პარტუკების (როგორც სააკაშვილი ეძახდა!) მძღოლებით დაიწყეს და მერე რას იზამენ, ლიდერებს მიადგებიან”?!