დავით ქართველიშვილი: 2 პროცენტიანმა „დროამ“ და 3 პროცენტიანმა „ლელომ“ საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს

დავით ქართველიშვილი: 2 პროცენტიანმა „დროამ“ და 3 პროცენტიანმა „ლელომ“ საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ და ორგანიზაცია „დროას“ ერთობლივ მემორანდუმის გაფორმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ლეიბორისტებს საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი აქვთ ჩამოყალიბებული, ოღონდ შემცირებული ჩრდილით. ერთი პრემიერი და სამი მინისტრი. სულ ოთხნი არიან - მამა/შვილი ნათელაშვილები, გოგავა და ჩხარტიშვილი. ახლა ფანჩატურში მიმდინარეობს კონსულტაციები - რომელი სამი სამინისტრო დატოვონ.

მოგეხსენებათ, რომ 2%-იანმა „დროამ“ და 3%-იანმა „ლელომ“ საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტი უკვე დააკომპლექტეს. დღეიდან მოსახლეობას ეძლევა ფართო არჩევანი, რომელ მთავრობას მიეკედლოს და რომელი ბიუჯეტიდან არჩინოს თავი თვისი“.