ერთი და იგივე ლობისტები მუდმივად, 2012 წლიდან საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა. ასეთი განცხადებები ქვეყანაში დაუსჯელობის განცდებს აჩენს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული საპასუხო განცხადებები ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი არ არის.
„ერთი და იგივე ლობისტები მუდმივად, 2012 წლიდან საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა, არ შეიძლება დამნაშავის ციხეში გაშვება და ასე შემდეგ. ასეთი განცხადებები ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას, რაც ცუდია. გარდა ამისა, დაუსჯელობის განცდებს აჩენს. აქედან გამომდინარე, პატივი სცენ კანონისა და სამართლის უზენაესობას ამ ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იქნებიან წვლილის შემტანი იმ პოლარიზაციაში, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.