FBI ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს

FBI ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს

გამოძიების ფედერალურმა ბიურო (FBI) ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების ქმედებები ფედერალურ გამოძიებასთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

ოლეგ დერიპასკას წარმომადგენელმა, ლარისა ბელიაევამ განაცხადა, რომ თავად ბიზნესმენი არ იმყოფებოდა იმ სახლებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ოლეგ დერიპასკა ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.