თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების მუნიციპალური პროგრამა წარმოადგინა. კალაძის განცხადებით, ეს პროგრამა დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას მოხსნის. ამასთან, ავარიულ შენობების რეაბილიტაციის, ჩანაცვლების და განახლების ხარჯებს მოსახლეობას მერია სრულად დაუფარავს.
„ჩვენ ვართ ის ადამიანები და გუნდი, ვინც ვიცით კონკრეტული პრობლემები ამ ქალაქში. ვინც ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შეიცვალოს. რა გამოწვევებია და რა უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ესაა ავარიული სახლების ჩანაცვლება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ავარიული შენობების პრობლემით დედაქალაქში ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. „ორი თვეა ვსაუბრობთ ამ თემაზე და არავინ დაინტერესებულა. როდესაც უბედურება მოხდა, მაშინ ყველა გამოვიდა და თქვეს, ეს რა ხდება, როგორი შენობა-ნაგებობები გვაქვს ქალაქში. დიახ, გვაქვს, ესაა ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. ათი ათასამდე ასეთი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვა და სხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული.
ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოვახდინოთ ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება, ახალი სახლების მშენებლობა, ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრი არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ ადამიანებს გავიყვანთ ქირით და ორი წლის განმავლობაში, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ისინი დაბრუნდებიან გარემონტებულ სახლებში“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, 10 000 ნაგებობის ჩანაცვლება ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. „მაგრამ მთავარია დაიდო პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეული წლების განმავლობაში ყველა მთავრობას, რომელიც იქნება დედაქალაქის ხელისუფლებაში, მისცემს ამ პროგრამით სარგებლობის საშუალებას. ამ პროგრამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა და საბჭოთა დროის მოძველებული შენობა-ნაგებობი, რომელიც ავარიულია განახლდება ქართული არქიტექტურის ახალი შენობებით“, - განაცხადა კალაძემ.
მშენებლობის პროცესში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ ადამიანებს გავიყვანთ ქირით და ორი წლის განმავლობაში, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ისინი დაბრუნდებიან გარემონტებულ სახლებში.“
!
ჯერ, ისედაც ვთვლიდი, რომ კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია ჩვენს დედაქალაქს, მაგრამ ამ დანაპირებს თუ შეასრულებს, როგორც იტყვიან, ოქროს ასოებით ჩაიწერება მისი სახელი ახალი თბილისის ისტორიაში... იმდენად მწვავე პრობლემაა ეს და იმდენად არასწორია მიდგომა ამ საკითხისადმი, ათეული წლების განმავლობაში!!!
უნდა დამთავრდეს ეს გაფეტიშებული და ყალბად გაგებული "ძველი თბილისის იერით" მანიპულირება!
ნახევრად დანგრეული, კედლებდამსკდარი, მთვრალებივით ერთმანეთს მიყუდებული და მხოლოდ ამის გამო ჯერ კიდევ ფეხზე მდაგარი, მაგრამ სინამდვილეში, მობინადრეების ნანგრევებში მოსაყოლად წკიპზე შემართული მე-18 თუ, სულაც მე-17 საუკუნის სახლები სოლოლაკსა თუ ავლაბარში, ნამდვილად არ არის ის ფენომენი, რითაც თავს უნდა ვიწონებდეთ და ამ მდგომარეობაში მათი შენარჩუნებისთვის ყოველწლიურად მილიონებს უნდა ვანიავებდეთ ბიუჯეტიდან!
უამრავი ნიჭიერი არქიტექტორი გვყავს, რომელთაც, ეჭვი არ არის, შეუძლიათ "ძველი თბილისის" იერის მქონე, სტილიზებული, თანამედროვე კომფორტული ნაგებობებით დაამშვენონ ეს უბნები! (მაგალითისთვის სულ მახსენდება ასე განაშენიანებული ათენის უბნები. მანჰეტენზეც არაერთი ძველი, აგურის შენობა სამშვენსივით არის ჩასმული თანამედროვე მასალებით აგებულ ცათამბჯენებში!). ამგვარად, დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაც გადაწყდება ლოკალურ დონეზე - ავტოპარკინგები ყოველი სახლის ქვეშ, მობინადრეთა ოდენობის გათვალისწინებით, რათა ქუჩები განიტვირთოს და ქვეითებს არ უწევდეთ მანქანის სავალ ნაწილზე სიარული იმის გამო, რომ ყველა ტროტუარი ავტომობილებით არის გაჭედილი!..
მობინადრეების ქირით გაყვანაც არ გჭირდებათ ბევრგან... მაგალითად, შალვა დადიანის 24 ნომერში, უკვე რეაბილიტირებული გუდიაშვილის სკვერიდან ორ ნაბიჯში, კაი ხანია, აღარავინ ცხოვრობს სამსართულიან სახლში, ვინაიდან იქ ღამის გათენება შეიძლება დილას ნანგრევებში ადამიანების ძებნით დამთავრდეს და, ვინც როგორ შეძლო, ისე გაერიდა - დროებით! - ამ ქვის ხაფანგს...