შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე: ეს ყველაფერი ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვაზე: ეს ყველაფერი ნაკარნახევია სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით

მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით.

„მნიშვნელობა არ აქვს, მიმართვას ვინ აწერს ხელს. ყველა, ვინც ამ წერილს ხელს აწერს, პატივს არ სცემს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ნაკარნახევია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მეგობრობით თუ ლობიზმით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. ხელმომწერებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსებიც. წერილში საუბარია, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს, რადგან მის მიმართ არსებული ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.