პაატა იმნაძე: როდესაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს

პაატა იმნაძე: როდესაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს

ჩემი პირადი აზრია, როდესაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას.

„ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამან ქვეყანაში მინიმუმ 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის. შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. დღეს შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის?! კეთილი ინებონ და ადამიანებმა აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრია, რომ როდესაც ქვეყანაშია საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.