სააკაშვილსა და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა - ამის უფლებას მეორედ არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.
„ცრუ და აბსურდული დაპირებები რა თქმა უნდა, ჩვენც გვინახავს. კარგად ვიცით, მათ შორის მათი წინა მმართველობის დროს, როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ - შესაბამისად, ეს აღარ არის საინტერესო. რა დაპირებაც გვქონია და გვაქვს - ეს არის რეალისტური, ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, გპირდებდით, ვიდრე ეს საარჩევნო კამპანიის დროს იყო დაპირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.