საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამარჯვება უნდა იზეიმოს იმ ბოროტ ძალაზე, რომელიც აფერხებს ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ გამარჯვებით არა ცალკეულად ჩვენმა კანდიდატებმა, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა იზეიმოს. გაიმარჯვოს და იზეიმოს იმ ბოროტებაზე, რომელიც კარგად გვახსოვს და ახსოვს ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც თავს არ ანებებს ჩვენს ქვეყანას, აფერხებს ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.