წარმოუდგენელია, ზუგდიდში, სადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა და ფეხი შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსებას, ამ პოლიტიკურ ძალას მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს

წარმოუდგენელია, ზუგდიდში, სადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა და ფეხი შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსებას, ამ პოლიტიკურ ძალას მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში და კუთხეში სადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ გათელა და ფეხი შეაწმინდა მეგრელებისა და ზუგდიდელების ღირსება, ამ პოლიტიკური ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„არ მესმის, როგორ შეიძლება ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო აქციეს ბოროტების ციტადელად. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აუცილებელია ვიაქტიუროთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი მხარი დავუჭირო იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური ძალისთვის, არამედ რეალურად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.