შემზარავი დანაშაული და ორ ქვეყანაში ერთდროულად ჩატარებული სპეც-ოპერაცია. საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნით ვაჭრობაშია ბრალდებული. დედა შვილის პორნოგრაფიულ ფოტოებსა და ვიდეო-მასალებ სისრაელში ყიდდა. მოძალადე ციხეში, ტრეფიკინგის მსხვერპლი კი თავშესაფარშია გადაყვანილი. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ისრაელის მოქალაქეც, რომელიც საქართველოდან გაგზავნილ პორნო-სურათებს ინტერნეტ-სივრცეში აქვეყნებდა. ფოტოები ამოღებულია. სურათები ძირითადად სახლსა და სასტუმროშია გადაღებული.