არჩილ თალაკვაძე: ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია

არჩილ თალაკვაძე: ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია

ეს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოდგენილია პარლამენტში, თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, მობრძანდნენ, გამოვიდნენ ჩრდილიდან და აქ იმუშაონ პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პრობლემაა ის, რომ ნიკანორ მელიას პარტიის გენეტიკური კოდია არეულობა და დესტაბილიზაცია. მეორე ტური მუნიციპალურ არჩევნებში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ უკვე მერვე არჩევნებია სოლიდურ მხარდაჭერას ვიღებთ ამომრჩევლისგან და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.