რა გვაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ აქ რამე რუსული გავლენებია?! პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ნიკა გვარამიას ასე ინტენსიურად აწვდიან „კაგებეს“ არქივებში რაც დევს, იქნებ, საპირისპიროც გვეფიქრა - მას ასეთი რა კავშირები აქვს?!, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
დეკანოზმა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას მიერ გადაცემაში გამოყენებულ კრებსებზე ისაუბრა და უპასუხა ბრალდებებს, თითქოს საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებს.
„კრებსები, რომელიც ასე მარჯვედ ჰქონდათ მომართული გადაცემაში, საუბრობს სრულიად საპირისპიროს. ჩაიხედონ კარგად და ნახავენ, რომ რუსეთის არანაირი გავლენა არ იკითხება მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნაში. არანაირი გავლენა და კავშირები არ იკითხება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენასთან მიმართებით.
ასე რომ იქადიან, კარგად იციან, რა ფაილები დევს უშიშროების კარტოთეკაში! საკითხავია, ნიკა გვარამიამ საიდან იცის, „კაგებეს“ არქივებში რა ინახება?! თუ იცის, გამოამჟღავნოს. ხათრი აქვს ჩვენი დიდი და ამიტომ არ აკეთებს ამას, თუ ეს რას მივაწეროთ?!“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.