„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, თუ ვინმე მის წინააღმდეგ რაიმე ნეგატივს აქვეყნებს, მაგრამ უნდა, ლეგალური იყოს, თუ თვითონ რაიმე ნეგატიურს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა, წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხებზე პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით.
„სარეკლამო ბანერებზე, ვიდეორგოლებში, ნებისმიერი ტიპის რეკლამაში, აიკრძალება სხვა პირის, სუბიექტის მიმართ რაიმე ნეგატიური ფორმის შექმნა. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყოს წინასაარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. იცით, ბოლო პერიოდში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ე.წ. სისხლიანი ბანერის გაკვრამ. არა მხოლოდ ამის გამო ხდება ჩვენი ინიცირებით, გვინდა, რომ რაიმე ტიპის ნეგატიური ფორმის შექმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საარჩევნოდ ყველა სახის სააგიტაციო მასალა ვეღარ გავრცელდება. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე უკვე ინიცირებულია. დოკუმენტის მიხედვით, მკაცრად გაკონტროლდება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც პირდაპირ მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკოსის წინააღმდეგ უარყოფითი განწყობის შესაქმნელად.