ანგელა მერკელი: ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

ანგელა მერკელი: ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგით და არა სასამართლოს გადაწყვეტილებებით უნდა გადაწყდეს.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.

„ჩვენ ყველანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულნი ვართ კომპრომისი ვიპოვოთ, ჩვენი პრინციპების დათმობის გარეშე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, პოლონეთის მთავრობასთან სიღრმისეული საუბარია სჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა გადალახონ პრობლემები.