მედია: ყანდაარში მდებარე მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 53 - დაჭრილია

მედია: ყანდაარში მდებარე მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 53 - დაჭრილია

ავღანეთში, ყანდაარში მდებარე მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 53 - დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ყანდაარში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც მრავალი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და დაშავდა“, - აღნიშნა „თალიბანის“ მთავრობის შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

ყანდაარის საავადმყოფოში წყაროებმა ტელეკომპანია Al Jazeera-ს განუცხადეს, რომ აფეთქების შემდეგ, უამრავი პაციენტი მიიღეს და მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 140-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.