გიორგი ვოლსკი: არა მხოლოდ საქართველოში, სააკაშვილი თავს მსოფლიო მასშტაბითაც, ერთადერთ და განუმეორებელ ლიდერად მიიჩნევს

გიორგი ვოლსკი: არა მხოლოდ საქართველოში, სააკაშვილი თავს მსოფლიო მასშტაბითაც, ერთადერთ და განუმეორებელ ლიდერად მიიჩნევს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ საკუთარი თავის საქართველოსა და მსოფლიო ლიდერებისთვის თავის გატოლება ცხადყოფს, რომ ის რეალობასაა აცდენილი.

„არა მხოლოდ საქართველოში, სააკაშვილი თავს მსოფლიო მასშტაბითაც, ერთადერთ და განუმეორებელ ლიდერად მიიჩნევს. მან თავი დაასახელა როგორც ჯორჯ ვაშინგტონის ტოლფასი ლიდერი, დავით აღმაშენებელზე უფრო მეტი საქმის გამკეთებელი. როდესაც ვინმე აპირებს, რომ მას თავი გაუტოლოს, თუნდაც, ეს მელია იყოს, რასაკვირველია, იმ წუთას მიუთითებენ ყველას, რომ თავი საცივში აქვთ ჩაყოფილი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი საპროტესტო აქცია 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან“ გააიგივა. ეს მან თავისი გუნდის წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს უთხრა, რომელმაც პატიმარი, აქციის შემდეგ, ციხეში მოინახულა.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა.