Al Jazeera: ავღანეთში, ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

Al Jazeera: ავღანეთში, ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

ავღანეთში, ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 140-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.