თითოეული ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, რომ დაინფიცირებისგან ჩვენი თავიც დავიცვათ და გარშემომყოფებიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე კორონავირუსით ინფიცირებული გიგი უგულავას მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
„მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ მოსალოდნელია ახალი ტალღა. თუ ეს ასე იყო და მართლა კოვიდინფიცირებული გამოდიოდა მიტინგზე, ბუნებრივია, ძალიან ცუდი ფაქტია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
14 ოქტომბერს, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.