თათია მოლაშვილი: სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით დააკავეს და აწამეს

თათია მოლაშვილი: სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით დააკავეს და აწამეს

საჯაროდ გამოსვლა არ მიყვარს, არ გამოვსულვარ არასდროს, რადგან არ მინდა ჩემს ოჯახს გავახსენო ის წლები და ის ჯოჯოხეთი, რაც მიხეილ სააკაშვილმა წლების მანძილზე მოგვიწყო, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სულხან მოლაშვილი ექსპრეზიდენტის მოთხოვნით დააკავეს და აწამეს.

„ამას პირველად ვამბობ, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამას აღარ ვიტყვი, რადგან მე სულხანთან ამაზე საუბარი არ მქონია საუბარი, რადგან მერიდებოდა ამ თემაზე ლაპარაკი. ფსიქოლოგიური წამება და ზეწოლა დაიწყო დაჭერის დღისთანავე. ფიზიკური წამებაც იმ დღესვე, როცა დააკავეს. ის თვითონ გამოცხადდა პროკურატურაში და პირდაპირ შეიყვანეს მეხუთე საპყრობილეში“, - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

მისივე თქმით, სულხან მოლაშვილს ბრალი კორუფციაში დასდეს და მის დაკავებამდე, კონტროლის პალატიდან ყველა დოკუმენტი გაიტანეს. როგორც ის იხსენებს, ქმარი პირველად მისი დაკავებიდან წელიწადისა და 1 თვის შემდეგ ნახა.

„ჩვენი მესამე შვილი წლინახევრის იყო. მან განცხადება დაწერა ეკა ზღულაძის სახელზე, რომ ყველაზე პატარა მაინც შეეყვანათ ციხეში, ენატრებოდა. მან ასეთი პასუხი მიიღო, რომ ბავშვი ინფორმაციას გაიტანდა ციხიდან, როდესაც მან ლაპარაკიც არ იცოდა“, - განაცხადა თათია მოლაშვილმა.