სააკაშვილი გერმანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში,  სინგაპურიდან კი  საემიროებში, რაც ქვეყანას 213,385 ლარი დაუჯდა 

სააკაშვილი გერმანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში,  სინგაპურიდან კი  საემიროებში, რაც ქვეყანას 213,385 ლარი დაუჯდა 

აუდიტის დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს აუდიტის ყოფილი უფროსი  ლაშა თოდრია, წერია რომ სააკაშვილი ქვეყნის ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა. ამ დასკვნის თანახმად, ბიუჯეტის ფულით სარგებლობდნენ არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის წევრები, არამედ  მთავრობის ოჯახის წევრებიც. ამის ნათელი მაგალითია ექს-პრეზიდენტის გერმანიაში და კორეის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტები, სადაც სააკაშვილმა ოფიციალური ვიზიტის გარდა,  სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურა. 

დასკვნაში წერია, რომ 2012 წლის 19-21 მარტს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტები გერმანიაში და იმავე წლის 26-29 მარტს კორეის რესპუბლიკაში, თუმცა აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ ამ ოფიციალური ვიზიტების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა იმავე პერიოდში ბიუჯეტის ხარჯზე სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც იმოგზაურა. კერძოდ, გერმანიის შემდეგ ის პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში,  სინგაპურიდან სამხრეთ კორეაში (ამ შემთხვევაში ოფიციალური ვიზიტით), კორეიდან კი გაერთიანებული არაბეთის საემიროებში, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი თბილისში სპეცრეისით 31 მარტს დაბრუნდა. და რა დაუჯდა ბიუჯეტს პრეზიდენტის 10 დღიანი ვოიაჟი ზემოაღნიშნულ ქვეყნებში? ამ კითხვაზე პასუხი აუდიტის დასკვნაშივე წერია: 

"შემოწმებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში ქალაქ ფხუკეთში, სასტუმრო „AMANPURI"-თვის ანაზღაურებულია მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში ცხოვრების 2 დღის ხარჯი 60,543 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ერთი დღის ხარჯმა შეადგინა 30,271 ლარი. ამასთან, ამავე თარიღებში მისი თანმხლები პირის დავით ბაქრაძის ამავე სასტუმროში ცხოვრების ხარჯმა შეადგინა 16,652 ლარი. ასევე, ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუქსმანზე გაწეულმა სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა - 5,983 და 5,983 ლარი. სულ  ტაილანდსა და სინგაპურში 2012 წლის 22-25 მარტს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 213,385 ლარი".