ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს: ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს: ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბათუმში შენობის ფატალური ნგრევის ფაქტმა და მისგან გამოწვეულმა ტრაგიკულმა ადამიანურმა მსხვერპლმა დიდი მწუხარება გამოიწვია ჩემში. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს სახელით ჩემი გულითადი სინანული გამოვთქვა და თანავუგრძნო ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს, ისევე როგორც ქართველ ხალხს. ასევე მსურს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებისას გამძლეობა და სულის სიმხნევე ვუსურვო“, - ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.