სააკაშვილის დაჭერის დღიდან ვხედავთ აქციებს, რომელსაც პერიოდულად ხან შვიდი კაცი ესწრება, ხან 15 ან 50, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად, შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ყველას აქვს უფლება, აქცია მოაწყოს.
„ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მონაწილეობაზე. მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმში გადასული პარტიაა და არ უნდათ, გაიგივდნენ სააკაშვილთან. ეს პოზიციაა სწორია, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და საზოგადოებაში რეიტინგმა დაიკლო“, - განაცხადა ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.