რუსუდან სტურუა:  დაისაჯა ვინმე? რასაკვირველია არა! როდემდე უნდა ვიცხოვროთ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ რეჟიმში?!

რუსუდან სტურუა: დაისაჯა ვინმე? რასაკვირველია არა! როდემდე უნდა ვიცხოვროთ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ რეჟიმში?!

ფეისბუქმომხმარებელი რუსუდან სტურუა სოციალურ ქსელში წერს:

"სამართალს როგორც გვინდა ისე ვჭრით და ვკერავთ!

გახსოვთ 2009 წელს  "რუსთავი2"-ის პროექტი „ვარსკვლავების აკადემია“?

„ზნიეპის“ შენობა, რომელიც "რუსთავი2"-ის საკუთრება იყო, ჩამოინგრა და ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, რომლებიც  სამაშველო სამსახურმა 12 საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევებში დაღუპული იპოვა.

დოკუმენტურად დამტკიცებულია, რომ საჭირო იყო გარკვეული ნებართვა რემონტის ჩასატარებლად, რაც ამ კომპანის არ გააჩნდა. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოხდა ტრაგედია...  და  ერთ-ერთი დაღუპულის, ნიკა გელაშვილის, ოჯახი დღემდე სამართალს ელოდება...

მაშინვე დააკავეს პრარაბი, რომელიც ბუნებრივია დამნაშავეა, მაგრამ მხოლოდ ის არ იყო მომხდარზე პასუხისმგებელი და რეალურ დამნაშავეთა სია უფრო დიდია, მაგრამ...

მომხდარიდან რამდენიმე თვეში დაღუპულის დედამ, ნუცა გელაშვილმა ,პრეზიდენტს ღია წერილითაც მიმართა, სადაც იმ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების ინტერესებზე საუბრობდა, რომელიც შენობას არემონტებდა. კერძოდ, წერილში საუბარი იყო კომპანია „არტიქსის" დამფუძნებელებზე - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლზე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას ცოლისდაზე. დაღუპულის დედა წერილში ეჭვს გამოსთქვავდა, რომ სწორედ მათი ინტერესების დასაცავად მიმდინარეობდა გამოძიების არაობიექტურად წარმართვა.

მაშინ სააკაშვილმა ბრძანა, ათი დღის ფარგლებში უნდა დამიდოთ დასკვნა, თუ რა მიზეზით მოხდა შენობის ჩამონგრევაო... დღემდე გაურკვეველია!

საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული შენობა „რუსთავი 2"-ს სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უსახსოვრა. უცნობია, თუ რის საფუძველზე მოხდა სახელმწიფო საკუთრების  კერძო ტელეკომპანიაზე  გადაცემა.

დაისაჯა ვინმე? რასაკვირველია არა!

როდემდე უნდა ვიცხოვროთ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ რეჟიმში”?!

Katana "როდემდე უნდა ვიცხოვროთ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ რეჟიმში”?!

მე პირადად არა მაქვს ილუზია, რომ მოვესწრები იმ დროს, როცა ძაღლის ყეფის გამო ქარავანი ფეხს მაინც შეანელებს. ვერც ჩემი შვილები მოესწრებიან, ისე ვატყობ... აი, ჩემი ნაბოლარა შვილიშვილი შეიძლება მოესწროს, საქართველოში თუ იცხოვრა იმ დროს...
3 წლის უკან