ანტონიო გუტერეში: განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმით, რომ თალიბები ავღანელი ქალებისა და გოგონებისთვის მიცემულ დაპირებებს არღვევენ

ანტონიო გუტერეში: განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმით, რომ თალიბები ავღანელი ქალებისა და გოგონებისთვის მიცემულ დაპირებებს არღვევენ

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში თალიბების მიერ ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ გაკეთებული დაპირებების შეუსრულებლობას გმობს.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმით, რომ თალიბები ავღანელი ქალებისა და გოგონებისთვის მიცემულ დაპირებებს არღვევენ. „თალიბანს“ მოვუწოდებ, ქალებისა და გოგონების მიმართ გაკეთებული დაპირებები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონმდებლობის ფარგლებში თავისი ვალდებულებები შეასრულოს“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

მანამდე „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუტაყიმ მსოფლიოს კარგი ურთიერთობებისკენ მოუწოდა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენთან თანამშრომლობა უნდა დაიწყოს. ამით ჩვენ შევძლებთ დაუცველობა შევაჩეროთ და ამავე დროს მსოფლიოსთან პოზიტიურ ურთიერთობებში ჩავერთოთ“, - აღნიშნა „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა.