ლიბანში საწვავის ავზი იწვის

ლიბანში საწვავის ავზი იწვის

ლიბანში, Zahrani-ს საწვავის შემნახველ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მეხანძრეები ლიკვიდაციის სამუშაოებს აგრძელებენ, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

უცნობია, რის გამო გაუჩნდა საწვავის ავზს ცეცხლი. ადგილზე 30-მდე სახანძრო ავტომობილი მუშაობს.