საუდის არაბეთის ერთ-ერთ აეროპორტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს

საუდის არაბეთის ერთ-ერთ აეროპორტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს

საუდის არაბეთში, ქალაქ ჯაზანში თავდასხმა განხორციელდა - მეფე აბდულას სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატიდან, ჭურვი ჩააგდეს, რის შედეგადაც, ჩაიმსხვრა აეროპორტის ფასადის მინები და, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ირკვევა, რომ ეს არ იყო ბოლო თავდასხმა და, ამავე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო აპარატიც ჩავარდა. უცნობია, მოჰყვა თუ არა მეორე თავდასხმას მსხვერპლი ან დაშავდა თუ არა ვინმე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, ბოლო დროს, საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმების უმეტესობას იემენის ჰუსიტთა ძალებს უკავშირებენ.