რადას 33 წლის დეპუტატი ტაქსიში გარდაიცვალა

რადას 33 წლის დეპუტატი ტაქსიში გარდაიცვალა

უკრაინაში, დეპუტატი ანტონ პოლიაკოვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters-ი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

33 წლის პოლიტიკოსი ტაქსით მგზავრობდა, როცა ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

დანიშნულია სასამართლო ექსპერტიზა სიკვდილის მიზეზის დასადგენად. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

პოლიაკოვი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა როგორც მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრი, თუმცა, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ჰქონდა.