იაპონიის ახალი პრემიერი აცხადებს, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება

იაპონიის ახალი პრემიერი აცხადებს, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერიტორიული დავის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება.

„ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ჩემი მისწრაფებაა, იაპონია-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსი განვითარდეს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

7 ოქტომბერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდო ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდება, როდესაც ტერიტორიული დავა გადაწყდება.