ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში, მიტოვებულ სახლში თითქმის 3 კვირის განმავლობაში იმალებოდნენ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში, მიტოვებულ სახლში თითქმის 3 კვირის განმავლობაში იმალებოდნენ

პოლიციამ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას დააკავეს ისინი წყნეთში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაკავებულები ახლა წყნეთის პოლიციის განყოფილებაში არიან. ბრალდებულებს უახლოეს მომავალში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.

Katana . მკვლელობის დღესვე რომ გადაკვეთეს თურქეთის საზღვარი, რადგან ჩვენს სამართალდამცავებს ეძინათ, თურმე, და საბაჟოების გაფრთხილებაც ვერ მოტვინეს... ეს სიცრუე ვის თავში დაიბადა და რომელმა საინფორმაციო წყარომ გაავრცელა სასწრაფოდ?
არ არის გამოსარკვევი და დასასჯელი ამ შეცნობილად ბოროტგანზრახვით მოფიქრებული ვერსიის ავტორი?!
ასეთ რამეს ხომ სპეციალურად იმის საილუსტაციოდ აკეთებენ ჭორნალისტები, როგორი ჩამოშლილია, თურმე, სახელმწიფო და როგორი აუცილებელია ამ ხელისუფლების მოშორება და "ისტორიის სანაგვეზე" გადაგება!
არ უნდა იყოს ძნელი, რეტროსპექტივით, ამ ბოროტი ჭორის სათავესთან მისვლა, გამოაშკარავება და მისთვის სათანადო ადგილის მიჩენა!..
3 წლის უკან