დონალდ ტრამპი: იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ

დონალდ ტრამპი: იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოჩნდეს.

„იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჰყავს, ჩინეთთან ომში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩინეთი ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის“ წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ. 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. ჩინეთი და რუსეთი ამ ტექნიკის საინჟინრო ანალიზს უკვე ატარებენ. ერთადერთი, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, ეს არჩევნების გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედებებია. ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. სჯობს სწრაფად ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.