დავით ქართველიშვილი:

დავით ქართველიშვილი: "კუზიანს სამარე თუ გამოასწორებს" და ეს სამარეც საკუთარი ხელით ამოითხარა და მარინა კალიურანდმა "წესიც აუგო"...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მე არ მინდა რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის სააკაშვილისადმი შეფასება "ისე რა" გავატაროთ. საქართველოსთან მიმართებაში ეს არ არის "რიგითი" ევროპელი პოლიტიკოსი, ვთქვათ - კუბილიუსისაგან განსხვავებით. ეს არის ერთ-ერთი "ზონალური ზედამხედველი" ორგზის "ამორალურ" (მიშას შეფასებით) ვიოლა ფონ კრამონთან ერთად. სწორედ ესტონელი ევროპარლამენტარი გახდა ის უკანასკნელი პოლიტიკოსი, რომელსაც 14 სექტემბერს შეხვდა ბრიუსელში, "უცნობ" მეგის ქარდავას გადასარჩენად ჩასული სააკაშვილი. სწორედ მას არ ურჩია ქალბატონმა მარინამ - საქართველოში ჩასვლა. და სწორედ მან გამოუტანა სააკაშვილს, ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების სახელით, ფაქტიურად სასიკვდილო პოლიტიკური განაჩენი. მან ჯერ ჩვეულებრივ კრიმინალთან გააიგივა მიშა, როდესაც მის უკანონო შემოსვლას შეეხო ქვეყანაში, ხოლო შემდგომ ამ კრიმინალის პოლიტიკურ მომავალს დაუსვა წერტილი - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალების მოწოდება მოისმინა მისგან, რუსთაველზე ამომრჩეველთა მობილიზების სახით.

2008 წლის დეჟავიუ განმეორდა - მაშინ კარელ დე გიუხტი, ვანესა ფერერო-ვალდნერი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, კონდოლიზა რაისი და მრავალი-მრავალი სხვა უშედეგოდ აოკებდნენ სააკაშვილის ავადმყოფურად პროვაკიციულ და ავანტიურისტულ ბუნებას. ცამეტი წლის შემდეგ, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ "კუზიანს სამარე თუ გამოასწორებს" და ეს სამარეც საკუთარი ხელით ამოითხარა და მარინა კალიურანდმა "წესიც აუგო"...