გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას აინტერესებს, აღარც ამერიკას, აღარც შიდა საზოგადოებას, აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თაკო ჩარკვიანს

გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას აინტერესებს, აღარც ამერიკას, აღარც შიდა საზოგადოებას, აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თაკო ჩარკვიანს

მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას აინტერესებს, აღარც ამერიკას, აღარც შიდა საზოგადოებას. აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თაკო ჩარკვიანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია და ამის დასტურია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაც.

„მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ პრაქტიკულად გაუცოცხლა დღის წესრიგი, შეეცადა ყოველ შემთხვევაში და ახლა ცდილობს, აქტუალური იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც დიდი ხნით არ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ქვეყანაში უკვე სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას აინტერესებს, აღარც ამერიკას, აღარც შიდა საზოგადოებას. აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თაკო ჩარკვიანს.

მარინა კალიურანდმა ასევე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის გამოხმაურებაა. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია, სასჯელი კი ისე აღსრულდება, როგორც განაჩენში წერია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„სააკაშვილმა ადამიანებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა, ხალხმა ეს არ გააკეთა, ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ მან დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება“, - განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა.