სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხოლო თუ რუსეთის მთავრობა არ ითანამშრომლებს, ამერიკიდან 300 რუსი დიპლომატი გააძევოს

სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხოლო თუ რუსეთის მთავრობა არ ითანამშრომლებს, ამერიკიდან 300 რუსი დიპლომატი გააძევოს

ამერიკელი სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის მიზნით, ხოლო თუ რუსეთის მთავრობა არ ითანამშრომლებს, ამერიკიდან 300 რუსი დიპლომატი გააძევოს.

„დიპლომატიური წარმომადგენლობის ეს არაპროპორციულობა მიუღებელია. შესაბამისად, რუსეთმა საკმარისი რაოდენობის ვიზები უნდა გასცეს, რათა პარიტეტს მიაღწიოს რუსეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების რაოდენობასა და შეერთებულ შტატებში მყოფი რუსი დიპლომატების რაოდენობას შორის. თუ ასეთი ქმედება არ განხორციელდება, მოგიწოდებთ, დაიწყოთ რუსი დიპლომატების გაძევება, რათა შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა პარიტეტულ მდგომარეობაში მოიყვანოთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთი ნაბიჯი გონივრული იქნება“, - ნათქვამია ჯო ბაიდენისადმი სენატორების ჯგუფის მიმართვაში.

23 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა აშშ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ამჟამად, რუსეთში აშშ-ის საელჩოში მხოლოდ 100 ამერიკელი დიპლომატია, ხოლო აშშ-ში რუსეთის საელჩოში - 400 რუსი დიპლომატი.