მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა. არის მსხვერპლი

მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა. არის მსხვერპლი

იტალიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, შედეგად ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მილანში მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი იმყოფებოდა.