ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევხვდე

ნიკოლ ფაშინიანი: მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევხვდე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდეს და ტყვეების დაბრუნებისა და დანაღმული ტერიტორიების ყველა რუკის გადაცემის საკითხს შეეხოს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის ჩემთან შესახვედრად. მე ჯერ კიდევ ივლისში განვაცხადე, რომ სომხეთი მზად არის შეხვედრებისთვის როგორც მაღალ, ასევე უმაღლეს დონეზე, რაც ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დონეზე შეხვედრას. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მე ვთქვი, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი ელოდება გადაწყვეტას“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ის მზად არის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდეს და შეხვედრაზე დანაღმული ტერიტორიების რუკები წაიღოს.

„მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შევხვდე. მზად ვარ შეხვედრაზე თან წავიღო დანაღმული ტერიტორიების ყველა რუკა და მოვუწოდებ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, თან წამოიყვანოს ყველა ტყვე“, - აღნიშნა მან.