„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გაანადგურა

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გაანადგურა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გაანადგურა. ამის შესახებ მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

„წუხელ, ისლამური საამიროს მოჯაჰედების სპეციალურმა დანაყოფმა ქაბულის მე-17 ოლქში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო მისი ყველა წევრი ლიკვიდირებულია“, - განაცხადა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, იდგაჰის მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.