ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნებს აფასებს და წერს, რომ საარჩევნო პროცესი აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
მისი თქმით, "ქართული ოცნება", მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.
,,მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები.
დადებითი მხარეები:
საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები
მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით - ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში
ოპოზიციის შარშანდელი ფარსი "ჩაილურის წყალში" ჩაიძირა
"ქართული ოცნება", როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია - მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში - უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია
პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი - ბევრად აღემატება ე.წ. "სარეფერენდუმო" ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და "რიგგარეშე" არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის
საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისაკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს
მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, "ქართული ოცნების" მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო - რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ "ყულაბაში", მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა
ოცნების მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება - ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები - შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიურ მდგომარეობაშია მოყვანილი
ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება
ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო - მე ამ "სიამოვნებას" შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე - გილოცავთ!!! ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით - ომი ჯერ არ დამთავრებულა!’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.