ვლადიმირ ზელენსკი:  მე მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს - მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება

ვლადიმირ ზელენსკი:  მე მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს - მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალაუფლებაშია და ამასთანავე, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ინსტიტუცია.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

Katana . მისი ქართველი კოლეგის ადგილზე რომ ვიყო, ვუპასუხებდი:
კი, ბატონო, მოიხდის სასჯელს და დაგიბრუნებთ მთელ სააკაშვილს, უკლებლივ!
ახალ ცოლსაც გამოვატანთ და ძველსაც - ბონუსად.
გეცოდინებათ, ხელგაშლილი ხალხი ვართ ქართველები და შეგვიძლია მისი პარტიის დიდი ნაწილიც უშურველად გამოვატანოთ: ჩვენ დავისვენებთ, თქვენ - დატკბებით!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შენ ხარ ერთი პატარა კუტუ, როგორც ამას გოგი წულაია გეტყოდა!  შენ და შენისთანებმა დაღუპეთ უკრაინა და საქართველო, თქვენ დააფურთხეთ რაიხსტაგზე აღმართულ დროშაზე და ხოლოკოსტის მომწყობებთან, ოსვენციმის და მაიდანეკის ამშენებლებთან შეჰკარით თქვენი წაბილწული პირები! დღეს გამარჯვების პარადის მაგივრად ლგბტ პარადებს რომ მართავ უკრაინაში, მაგაზე ცალკე მოგეკითხება!  წაკლა! 
3 წლის უკან