ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ დროისთვის, 3743-დან დათვლილია 3740 უბნის მონაცემები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ორ დაწინაურებულ პარტიას შორის, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 46,65%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -30,7%.