ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბლისში 100%-ით გაიმარჯვებს კახა კალაძე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ კახა კალაძის გამარჯვება სადაო არაა. რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს სხვა კანდიდატმა საკუთარი შესაძლებლობების პერსპექტივაში, გამორიცხულია, რომ ოპოზიციის მხარეს ვექტორი გადაიხაროს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მთავარია სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. „პულსზე ხელის დადება. ესაა ერთადერთი სწორი გზა და ვფიქრობ ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ ნამდვილად გამორჩეულია. ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულება საიდანაც შესაძლოა ვფლობდეთ ინფორმაციას ადამიანების საჭიროების შესახებ, გამოყენებულია სრულფასოვნად, რეალურად არის ამის გაუმჯობესების საშუალება, რასაც მოვახერხებთ კიდეც“, - განაცხადა სარჯველაძემ.