რა საკვირველია, ყოველთვის შეიძლება მეტი გინდოდეს ადამიანს, მაგრამ შედეგი, რაც გვაქვს, არის შესანიშნავი, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ შედეგმა შემდგომი დესტრუქციული გეგმა აუშალა მათ, ვისაც ეს გეგმა ჰქონდა.
„რეალურად, ამ კუთხით ყველას უკლებლივ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე. უბრალოდ პერსპექტივა აქ აქვს იმაზე საუბარს. თუნდაც იმ ინსინუაციებსა და დიდ გეგმებს, რომელიც იყო დალაგებული იგივე მიშელის დოკუმენტზე დაყრდნობით, მგონი ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა“, - განაცხადა სარჯველაძემ.