დავით ქართველიშვილი: გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე - ამ სურათზე

დავით ქართველიშვილი: გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე - ამ სურათზე "მეორე ტურს" ხედავთ?

,,ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს - რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს - გახარია.’’ -  ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნები შედეგებს. 

მისი განცხადებით, რომ არა გახარიას ღალატი, თბილისში მეორე ტურის საფრთხე არ ექნებოდა კახი კალაძეს. 

,,აქამდე, ადამიანური ღალატის განსახიერების ყველაზე ცნობილი ფერწერული ნაწარმოები - კარავაჯოს "იუდას ამბორი" მეგონა. თუმცა, ახლაც ამ აზრზე ვარ, უბრალოდ ამ უკვდავ ნაწარმოებს, ერთი "მოკვდავიც" დაემატა - ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს - რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს - გახარია. მოიმარაგეთ კალკულატორები. გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე - ამ სურათზე "მეორე ტურს" ხედავთ?’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.